
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ ოპოზიციას უნიათოდ მოიხსენიებს. მისი თქმით ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.
„ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებენ რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პარტიებს და ეს ორი ძალა ერთმანეთის მხარდამხარ იდგა. ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს ალბათ, დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება.
დაიწყო მარგინალიზებული და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება. იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არცერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება მომავალ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიები“ - ირაკლი კობახიძე