
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხოდომაზე განაცხადა იგი გამოსავალს პროპორციულ არჩევნებში ხედავს, თუმცა საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ.
„დესტრუქციული ქმედებების კულმინაციამ მიაღწია იმ დროს, როცა ჩვენ ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა. მაშინ მე არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის სტაბილურობას დააზიანებდა. მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია“ - განაცხადა გია ვოლსკიმ
ასევე, მან ახალგაზრდებს გაახსენა 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდის დაჭრის ამბავი, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის შეძახილს და შემდეგ საკონტროლო გასროლით მოკლეს.