
სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღევის ბრალდებით „ევროპული საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რაზეც სამართალდამცავებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.
დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი აქციის მონაწილეებისთვის მანქანით საჭირო ინვენტარის მიწოდებას ცდილობდა, რის გამოც მისი ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.