-
2019-11-25 14:47
ნინო ბურჯანაძემ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის ოქტომბრამდე დაუწესა ვადა.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას არ სურს რევოლუცია, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ მიმართულებას არ შეცვლის მათ სხვა გზა არ დარჩებათ.
„“დღეს ჩვენ კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის სახით პოლიტიკური პარტიებს შემოგვთავაზა პოლიტიკური ვაჭრობა. ანუ გვითხრა, რომ ვინც კარგად მოიქცევით იმას, მაჟორიტარებს, ერთ ცალს ან ორ ცალს გადმოგიგდებთ და შეიძლება რაღაც კიდევ მოვაყოლოთო. ცალობით ვლაპარაკობ, რადგან ამ შემთხვებაში, ალბათ, უფრო სწორია როგორც ნივთზე ისე ვილაპარაკოთ. მოუწევს ამ ხელისუფლებას დათმობა. ასეთი ცინიზმი თუ გაგრძელდა ხელისუფლების მხრიდან, შეიძლება დღეს მოითმინოს ქართველმა ხალხმა, ხვალ მოითმინოს, მაგრამ ამას დიდხანს ნამდვილად ვერ მოითმენს, ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს.
მე შევარდნაძესაც ვუხსენე 2003 წლის აპრილში რევოლუცია, მაშინ, როდესაც არანაირად დაგეგმილი ეს ნამდვილად არ იყო, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა, ნუ დაიჯერებს. უბრალოდ, ყველაფერი მიდიოდა აქეთ. არც ახლა არავინ არ გეგმას რევოლუციას, შევთავაზეთ დღეს პროექტი, რომელიც არის კომპრომისული. ამაზეც უარი თქვეს მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიპლომატებს რამდენიმე დღის წინ შეპირდა, რომ თუ კონსტიტუციური მოდელი იქნება და „გერმანული მოდელი“ არ შეეწინაღმდეგება კონსტიტუციას, ის მზად არის, რომ განხილვა დაიწყოს. დღეს ესეც გადათქვეს. ანუ ამ ხელისუფლების ერთ ნაბიჯზე ნდობა აღარ შეიძლება და თუ გინდათ გყავდეთ მატყუარა და მოვაჭრე ხელისუფლება, მაშინ ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობამაც სიჩუმით უნდა უპასუხოს“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ