
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიებმა, მას მიკერძოებული და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელეს, თითქოს იგი იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. მისი თქმით, იგი არსად არ წასულა და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს.
თალაკვაძის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი ეხმაურება.
მან მის ფეისბუქ გვერდზე სიცრუეში ამხილა პარლამენტის თავმჯდომარე და კითხვით მიმართა
„ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ.” – წერს გიორგი კანდელაკი