
24 ნოემბერს დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პროფესიულ კავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.
„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე“ - ამ ლოზუნგით აპირებს ბექა ნაცვლიშვილი მისი პოზიციის დაფიქსირებას.
როგორც დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა აქციას „სოლიდარობის ქსელი“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ შეუერთდებიან.
აქცია 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, ფილარმონიის წინ გაიმართება.