-
2019-11-21 14:10
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული მოდერი არ შემოვიდა საქართველოში. იგი მიიჩნევს, რომ ხალხს მაჟორიტარული სისტემა სჭირდება.
„როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი. როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა.“ - მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა თეა წულუკიანმა