-
2019-11-21 13:56
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ თამაშს თამაშობენ. მისი თქმით ეს ორი ძალა ერთი მახინჯი ჯოხის ორი ბოლოა.
"გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ. ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც "ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ ერთი-ერთზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დარჩეს და ეს ქვეყანა არ განვითარდეს. ოპოზიციას შეუძლია, თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ პარლამენტის სხდომას ჩაშლიან, ეს ჩემთვის მისაღები ფორმა არ არის. ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" არშესაშვები დეპუტატები თუ არიან, ეს მათი პრობლემაა, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" გაათავხედა. "ქართულ ოცნებას" პარლმენტის ტრიბუნიდან უნდა ვუთხრათ, ვინ არიან, რა არიან, როგორები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, ერთმანეთში როდის გაიყოფიან, როდის დაიშლებიან, როდის დადგებიან. თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ადამიანებს ხელს ნუ შეუშლიან შენობაში შესვლაში. თუ რამის თავი აქვთ, სხვა ფორმით გააპროტესტონ.“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29