
25 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განცხადება გააკეთა.
“აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს. ადამიანებს აქვთ უფლება, შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავისი მოსაზრება. თუ მოხდება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მიერ იქნება შესაბამისი რეაგირება” - განაცხადა თბილისის მერმა
მისი თქმით მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.
შეგახსენებთ, რომ აქცია 25 ნოემბერს განახლდება, ხოლო 26 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმება.