-
2019-11-18 16:19
საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით აქციის მონაწილეებს 30 წუთი ექნებათ დაშლისთვის, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმი დაიწყებს რეაგირებას.
სახელმწიფო კანცელარიის ეზოს მიმდებარე ტერიოტორიაზე ასეულობით სპეცრაზმია მობილიზებული. ასევე დაფიქსირებულია წყლის ჭავლის სპეციალური მანქანები და ყვითელი ავტობუსები.
სპეცდანიშნულების ერთი ნაწილი სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება, ხოლო მეორე ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის ტერიტორიაზე არიან.
არსებული ინფორმაციით ისინი ელოდებიან შესაბამისი ორგანოების მიერ მითითებებს, რის შემდეგაც დაიწყებენ რეაგირებას