-
2019-11-18 16:13
კახა კალაძე პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას კანონდარღვევად მიიჩნევს და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.
„როგორც კი ქმედებები გასცდება კონსტიტუციას, გასცდება კანონს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გულისხმობდა თუ არა იგი სპეცდანიშნულების რაზმის პარლამენტთან მობილიზებას და იყო თუ არა ეს გარკვეულწილად გაფრთხილება ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებთან ერთად ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ასევე, გაზრდილია სამართალდამცავების რიცხვი. მიუხედავად ამისა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29