
პარლამენტის შესასვლელები კვლავ პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ამ ფაქტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
„უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
მისი თქმით სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.
„ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ“ - ამბობს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე