-
2019-11-18 15:05
„დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერის აზრით ხელისუფლებას დასათმობი არაფერის აქვს და ვერ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ხედავს. კახა კალაძის თქმით ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არსებობს.
„გაკეთებული გვქონდა განცხადება ახალი სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. მეც ვარ ერთ-ერთი მხარდამჭერი და ჩემი გამოსვლებიც შეგიძლიათ ნახოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს განსახორციელებელ ცვლილებებს“,-განაცხადა კალაძემ.