
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რატომ უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას “ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ”.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის უთმობს ყურადღებას ჟურნალისტებს, თუ მას მიაჩნია დასმული შეკითხვა მნიშვნელოვნად, ამასთან პუტინისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მედიასაშუალებას პასუხობს.
“ის მოთმინებით, არგუმენტირებულად ცდილობს მიიტანოს საკუთარი პოზიცია ჟურნალისტამდე”, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვი ამბობს:”ჩვენ ხალხის მასის გზავნილებს ვხედავდით, ვხედავდით ხელისუფლების გზავნილებს, რომლებიც ამ მასაში იყვნენ. ყველა ეს გზავნილი დავინახეთ, ისინი არ მოგვეწონა. საქართველოში იგრძნეს ეს. მოდით, მომავალში მსგავსი გზავნილების გარეშე ვიცხოვროთ”.