- 
	2019-08-22 10:26	
 
		
	
 
აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა.  
 
 
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.
„უბრალოდ უნდა ეთქვა - არა და ჩვენ არ დავინტერესდებოდით. ის არა მე, არამედ ესაუბრება აშშ-ს. აშშ-სთან კი ასე საუბრის უფლება არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრეზიდენტობის დროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 
რომ პომპეოს და კოფოდს დანიაში ტრამპის ვიზიტის გადადების შესახებ მეგობრული საუბარი ჰქონდათ. 
დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. 
დონალდ ტრამპმა დანიაში 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც მეტე ფრედერიქსენმა ტრამპის იდეას გრენლანდიის ყიდვის შესახებ აბსურდული უწოდა