"ქართულმა მარშმა" 23 ივლისს ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია დაგეგმა

Image

"ქართული მარში" 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გეგმავს. ამის თაობაზე "მარშის" ორგანიზატორები "ფეისბუქზე" წერენ.

ნეოფაშისტური მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარის ავტორი კონსტანტინე მორგოშია Facebook-ში წერს, რომ 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე ევროპული საქართველოს დაგეგმილ აქციას არ დაუშვებს.

 

"SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!! გადაწყდა!!! 23 ივლისს, 19:00-ზე მთელი საქართველო ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისი თანამედროვე დიდგორის ბრძოლაა!!!

 

P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო... მე ვიყო მიშა სააკაშვილი" - წერს მორგოშია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მიმართვას აქვეყნებს.

 

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამაყობს, რომ ქართველია. 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე რკინიგზელთა სახლთან, 19:00-ზე მობრძანდით, რათა არ დავუშვათ ეს სამარცხვინო მსვლელობა. ის ხალხი, ვინც ამ მსვლელობას აპირებენ, არიან ქვეყნის მოღალატენი და არცხვენენ ჩვენი წინაპრების სახელს" - წერია მიმართვაში.

 

"არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" - ამ სახელწოდების აქცია ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მსვლელობა 23 ივლისს, 20:00-ზე გაიმართება. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე აპირებენ შეკრებას.

 

"ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას“ - ამბობს ელენე ხოშტარია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მხრიდან თათია დოლიძეზე მუქარის ფაქტს „უკიდურესად საგანგაშო მოვლენას“ უწოდებს.

 

ცნობისთვის, ე.წ ქართული მარში აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა. მათ მოითხოვეს, საქართველო დატოვონ არალეგალმა მიგრანტებმა. აქცია Facebook-ში გააკრიტიკა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ, რის შემდეგაც, მას ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები - კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, გიორგი ონიანი და რამაზ გაგნიძე ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.

 

სწორედ ამის შემდეგ დააანონსა რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქცია ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ მუქარის შემცველი კომენტარები გუშინ ქალთა სოლიდარობის აქციაზეც გააპროტესტეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !