საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს "ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ მხარი დაუჭირა

Image

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

 

რეზოლუციის პროექტით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას: 

 

1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას;

 

2. არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევის, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

 

მომხსენებლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება დააკავოს, დააპატიმროს, ბრალი წაუყენოს ან გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის. მისივე განცხადებით, მხედველობაში ვიღებთ, 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხს, ყველა მძევლისა და იმ პირთა გაცვლის შესახებ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში.

 

„2015 წლის იანვრიდან, ნადია სავჩენკო სარგებლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტით - იმუნიტეტით, რომელიც არ იქნა გაქარწყლებული დაკავებულის მიერ - და რომ, რუსეთის ფედერაცია, როგორც „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროპის საბჭოს ზოგადი შეთანხმებისა“ და მისი დამატებითი ოქმების მხარე, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს არის ჩამოყალიბებული, საყურადღებო, საქმიანი და მკაცრი დოკუმენტი, სადაც სწორად არის მითითებული საერთაშორისო სამართლის ნორმები და ადრესატი.

 

„ეს არის ხმა რუსეთის აგრესიის ყველა მსხვერპლისა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ, იმ ქვეყნებისაც, სადაც რუსეთს ამგვარი აგრესია ჩაუდენია, ასევე, იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის მხრიდან უსამართლობას დაექვემდებარნენ. საქართველოს პარლამენტი, ამ რეზოლუციით გამოხატავს ამ ქვეყნების და ამ ადამიანების ხმასაც“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, დოკუმენტის მიმართ კომიტეტს მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები გააჩნია, რაც პროექტის ინიციატორმა გაიზიარა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !