"გირჩი": კოალიცია დაიშალა, პოლიტიკური ლანდშაფტი კი - ძირეულად შეიცვალა

Image

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ (კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას) პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა. "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს "გირჩის" განცხადებას:

 

"31 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

ეს ნიშნავს, რომ მმართველი კოალიცია ფაქტობრივად დაიშალა, ხოლო პოლიტიკური ლანდშაფტი ძირეულად შეიცვალა. დღეს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები არიან სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვიდრე იყვნენ თუნდაც რამდენიმე კვირის წინ.

 

ამ პარტიებისთვის ცხადზე ცხადია რომ არსებული საარჩევნო სისტემა აწყობს მხოლოდ ერთ, სახელისუფლებო პარტიას, ანუ, დღევანდელი მდგომარეობით - ქართულ ოცნებას. ამ სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური გაერთიანება, გარდა ქართული ოცნებისა, აღმოჩნდება უთანასწორო პირობებში.

 

პოლიტიკურ ძალათა გადანაწილება საქართველოს პარლამენტში გამორიცხავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, როგორც ამას ითხოვდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა.

 

ერთადერთი საარჩევნო სისტემის შეცვლის ინიციატივა რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი და თანაბარი სათამაშო ველის შექმნას, და უკვე არის რეგისტრირებული პარლამენტში, ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა მრავალმანდატიანი საარჩევნო

ოლქების შექმნის შესახებ.

 

ამიტომ, ჩვენ, ახალი პოლიტიკური ცენტრი, მივმართავთ:

 

1) ყველა პოლოტიკურ ჯგუფს პარლამენტში, ისევე როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს - კიდევ ერთხელ, ზუსტად გავიაზროთ შექმნილი ვითარება და სწრაფად დავიწყოთ კონსულტაციები საარჩევნო სისტემის შაცვლასთან დაკავშირებით;

 

2) არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს - დაუყოვნებლივ შევქმნათ ისეთი საკონსულტაციო ფორმატი, რომელიც უზრუნველჰყოფს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

 

3) არასამთავრობო ორგანიზაციებს - პარტიებს შორის კონსულტაციების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საზოგდოების მხრიდან ნდობის უზრუნველჰყოფის მიზნით აქტიურად ჩააერთონ და კოორდინაცია გაუწიონ საარჩევნო სისტემის განხილვის პროცესს.

 

არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და მნიშვნელოვანია რომ კონსულტაციები დაიწყოს დღესვე."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !