განმუხურის ზღვისპირა ბულვარი იყიდება - ენმ მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილის მორიგი გატაცებაა

Image

სახელმწიფო აუქციონზე ჰყიდის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის ძრვისპირა ბულვარის ტერიტორიას, სულ 34.000 კვადრატულ მეტრს, სამი შენობა-ნაგებობით. მიწის მონაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამის შესახებ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგზე ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადეს.

 

თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას ცნობით, აუქციონზე გასაყიდად გატანილია კეთიმოწყობილი ტერიტორია, განმუხურის ზღვისპირა ბულვარის მარჯვენა ნაწილი, ვიდრე მიწაყრილამდე, სადაც დგანან შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები სადღეღამისო მორიგეობის რეჟიმში: როგორც ცნობილია, განმუხური ტერიტორიულად ოკუპირებულ აფხაზეთის, კერძოდ, გალის რაიონის სოფელს ესაზღვრება. 

 

ენმ მიიჩნევს, რომ განმუხურის ბულვარის ყიდვა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის და ამის თაობაზე მოლაპარაკებებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ის მაშინ მართავდა, როცა ზუგდიდში რამდენჯერმე ჩავიდა და რეგიონის ხელმძღვანელებს პრესის გარეშე შეხვდა:

 

"ზუგდიდის მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსი ოლიგარქის მორიგი ხუშტური დაკმაყოფილდეს და ამ განზრახვას ყველანაირად აღვუდგებით წინ", - აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე თენგიზ გუნავამ და დაამატა: "ასევე აღმაშფოთებელი და სამარცხვინო ფაქტია, რომ აღნიშნული აუქციონის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია გამგებელს და ადგილობრივ ხელისუფლებას. მაგალითად, რეგიონის გუბერნატორმა გუშინ სამი წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, მაგრამ განმუხურის ზღვისპირა ზოლის გაყიდვაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება მაშინ, როცა რეალურად, ადგილობრივ მოსახლეობას და განმუხურის სტუმრებს, ფაქტობრივად, ართმევენ და უყიდიან ზღვაზე გასასვლელს".

 

აუქციონის გამოცხადების თარიღად ვებგვერდზე 16 მარტია მითითებული, ბოლო თარიღად კი - 26 მარტი. მიმდინარე ფასად მითითებულია 2.263.500.00 ლარი. 

 

აუქციონში გამარჯვებული კომპანიისთვის გაწერილია შემდეგი პირობები:

 

"არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის, მაგრამ  არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  60 (სამოცი) თვის ვადაში   არანაკლებ 120 (ას ოცი)  ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ღია/დახურული ტიპის საცურაო აუზ(ებ)ს, სპორტულ მოედნ(ებ)ს,  ჩოგბურთის კორტ(ებ)ს, სასტუმრო კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობას (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საპრივატიზებო ქონების შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას, არანაკლებ 35 (ოცდათხუთმეტი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს)),  მშენებლობას, აღჭურვას, კანონმდებლობით  გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღებას და ფუნქციონირების დაწყებას.

 

გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000  (ათი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება."

 

ganm.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !