
უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები, აქციები, იწერება ვიდეომიმართვები.
ნადია სავჩენკოს მხარდამჭერ კამპანიაში რუსეთის მოქალაქეებიც არიან ჩართული. ისინი ნადიას მიმართავენ თხოვნით, შეწყვიტოს შიმშილობა და იცოცხლოს, რადგან ის ყველასთვის უკრაინის სიმბოლოა.