
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა "განსხვავებულ აქცენტებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ზუსტად იცის ქართველი ხალხის განწყობა და პროგნოზიც გააკეთა.
"მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ", - აღნიშნა მან.
"ხალხი ძალიან სწორ განწყობაზეა ახლა, უბრალოდ, სჭირდება სწორი მიმართულება. საქართველოში ჩემი მიზნები არის ძალიან კონკრეტული. საქართველოში ჩვენ დავიწყეთ დიდი მოძრაობა, რომელსაც გაგრძელება სჭირდება და მისი უკან დაბრუნება არ უნდა დავუშვათ", - დაამატა მიხეილ სააკაშვილმა.