მისი ფინანსების არასწორი განკარგვის გამო ივანიშვილმა ჟენევის პროკურატურაში სარჩელი აღძრა

Image

 

 

 

 

გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ პრივატ-ბანკინგის სფეროში მიღწეული წარმატებების რეკლამირების კვალდაკვალ , Credit Suisse-ს მოუწევს, აღშფოთებული ქართველი მილიარდერის პრეტენზიებს უპასუხოს. 

გამოცემის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ჟენევაში სარჩელი აღძრა და ამტკიცებს, რომ ამ კომპანიის წარმომადგენელი, ვინც მას დაქირავებული ჰყავდა,  არასწორად მართავდა მის ფინანსებს, რამაც მსხვილი დანაკარგი გამოიწვია.

 

ივანიშვილის რწმუნებულის მარკ ენზელინის თქმით, შარშან, იმ დროს, როცა დანაკარგებისა და გაცემის დასაფარად ანგარიშებზე მილიარდერი ფულის შეტანას აპირებდა, მან შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

 

„დეკემბერსა და იანვარში ივანიშვილმა ჟენევის პროკურატურაში ორი სისხლის სამართლის სარჩელი აღძრა თაღლითობისა და ფინანსების არასწორად განკარგვის ბრალდებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

Credit Suisse-ს ყოფილი მენეჯერი პატრის ლესკორდინი ახლა ჟენევაში, სამართლებრივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება - ამის შესახებ გამოცემას მისმა ადვოკატმა ინფორმაცია დაუდასტურა. ბანკმა მას დეკემბერში უჩივლა, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

„ლესკადრონმა თავისი სხვა კლინეტების დანაკარგების გადაფარვა ივანიშვილის ფულის გამოყენებით სცადა“, - ამბობს გამოცემის წყარო. – „მაგრამ ის, რა მეთოდითაც სარგებლობდა ლესკადრონი ივანიშვილის თანხის განკარგვისას, ბევრ კითხვას აჩენს და არცთუ გამჭვირვალეა“.  წყარომ დაამატა, რომ ამის გარკვევას წლები დასჭირდება.

 

გამოცემას მოჰყავს „ფორბსის“ ბოლო მონაცემები, რომლის თანახმადაც ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. 

 

წყარო

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !