-
2016-02-16 03:23
სააკაშვილი წინააღმდეგია უკრაინის თანამშრომლობისა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან "ჩვენთვის იდეალური სიტუაციად მესახება, თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქ არ იქნება. საქართველოდან ერთი წლის შემდეგ გავუშვით ეს ფონდი და მადლობა ღმერთს", - განაცხადა სააკაშვილმა რადიოსადგურ "ერას" ეთერში ორშაბათს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდმივად აკონტროლებს ქვეყნის მთავრობის მოქმედებებს და ნეგატიურად მოქმედებს მათზე.
"ეს ფონდი ქირურგივითაა. როცა თითის შეხვევა გჭირდება, ის გეუბნება, რა საჭიროა შეხვევა - მოდი მთლიანად ხელს მოგაჭრი, რას ველოლიავოთ, ნუ გავრისკავთო", - თქვა სააკაშვილმა. მოგვიანებით სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მასმედიის საშუალებებმა არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი.
"თუ მე მომიწევს, გავაკეთო არჩევანი მთლიანად უკონტროლო ადგილობრივ კლეპტოკრატებსა დ საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის, მაშინ მე ცალსახად ავირჩევ ამ ფონდს, მაგრამ უნდა მივისწრაფოდეთ იმისკენ, რომ კლეპტოკრატები არ გვმართავდნენ, ეკონომიკა იზრდებოდეს და მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაც საჭირო აღარ იქნება", - აღნიშნა სააკაშვილმა.