-
2016-02-09 18:04
2015 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ რუსეთის ფედერაცია, ე.წ. ლუგანსკის სახლხო რესპუბლიკა და საქართველო. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
თვითმარქვია უწყების ცნობით, რუსეთთან საქონელბრუნვამ გასულ წელს 40,4 მილიარდი რუბლი შეადგინა, ე.წ. ლუგანსკის სახლხო რესპუბლიკასთან 3 მილიარდი, ხოლო საქართველოსთან 231 მილიონი რუსული რუბლი.
ამავე უწყების ცნობით, 2015 წელს იმპორტისა და ექსპორტის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი სამრეწველო საქონელს უჭირავს. ექსპორტის სტრუქტურაში წამყვანია სამრეწველო საქონელი - 38%-ით, ხოლო აქედან რკინა და ნაკეთობები 23%-ს შეადგენს.