მუხრან ბურჭულაძე: „საქართველოს, როგორც ჩვილს, ორივე მხრიდან ცრუ დედა ექაჩება“

Image

„ჩემთვის სულ ერთია ვინ უთხრის ძირს ჩემს ქვეყანას და ვინ არის უმოქმედოდ, რადგან ორივე შემთხვევაში იწირება ხალხი", - პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერი მუხრან ბურჭულაძე მომავალი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

 

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, ამისათვის ყველა პირობა არსებობს და ეს იქნება ქვეყნის ბედის გადამწყვეტიც. ქართული ოცნება არაფერზე დაიხევს უკან, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ნაციონალური მოძრაობა გაყალბებულ არჩევნებს პროტესტისთვის გამოიყენებს და ამ კონცერტს შეეწირება ქვეყანა, რადგან კრიზისი სახეზეა და საზოგადოებრივ კონფლიქტს ვეღარაფერი აღუდგება. ახლა საქართველოს, როგორც ჩვილს ორივე მხრიდან ცრუ დედა ექაჩება და ჩვენი ვალია გადავარჩინოთ ეს ბავშვი გახლეჩას.

 

ჩვენს ქვეყანას სჭირდება სამართლიანი არჩევნები, რისი გემოც დიდი ხანია დაგვავიწყდა. მრავალპარტიული პარლამენტი ჩვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამისათვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. საბჭოთა იმპერიაც კი ვერ აღუდგა ეროვნული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში და მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას, როდესაც ერი გაერთიანდა და ღირსეულად დადგა ქვეყნის დასაცავად.

 

ჩვენი მეზობელი დღემდე ახალისებს შუღლს და რევანშიზმს, რომ აღარ დაუშვას ასეთი პრეცედენტი, ამ ბინძური თამაშის ძირითადი გმირები კი სახეზე გვყავს. მინდა ამ მხარეებს ვუთხრა, რომ ნებსით თუ უნებლიედ თქვენ ოკუპანტის საქმეს მოემსახურებით. ჩემთვის სულ ერთია ვინ უთხრის ძირს ჩემს ქვეყანას და ვინ არის უმოქმედოდ, რადგან ორივე შემთხვევაში იწირება ჩვენი ხალხი.

 

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ერთ ან ორპარტიული სისტემა მომავალში, ეს დაასამარებს დემოკრატიას და ქვეყნის მომავალს. ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი (ანტიკრიზისული გეგმა) პარლამენტის ყველა წევრს მაგიდაზე უდევს, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, რადგან არავის სურს პასუხისმგებლობის ზიდვა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბიბლიაც ყველას გვაქვს სახლში, მაგრამ მისი კითხვით იშვიათად თუ იწუხებს ვინმე თავს.

 

მე შევხვდი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, გავაცანი სამართლიანი არჩევნების მისაღწევი კონკრეტული გეგმა, რომლითაც საპარლამენტო ფრაქციებსა და მთავრობას ვაიძულებთ აიღონ პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივუშვათ პროცესი და დავდგეთ ფაქტის წინაშე, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვინმემ კვლავ წაართვას არჩევანის უფლება, არ უნდა გვქონდეს ილუზია რომ მოქმედი მთავრობა ხალხს დაეკითხება ქვეყნის მართვას და იმედი იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია გულმოდგინედ არ დაელოდება არჩევნების შედეგების გაყალბებას.

 

მე იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საქმეს, ერთობლივად გადავდგამთ პრევენციულ ნაბიჯებს და ერთიანი ძალისხმევით ვაიძულებთ ხელისუფლებას ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ვხვდებით დიპლომატებს და ვაწვდით ინფორმაციას დასავლელ კოლეგებს, ბუნებრივია გვაქვს მხარდაჭერაც დემოკრატიული გზით არჩევნების ჩატარების საქმეში. პარლამენტში ქვეყნის ბედი აღარავის ადარდებს, ეს ფაქტია. ჩვენ კი ვალდებული ვართ გავაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენი მოქალაქეების მომავალს წაადგება." - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !