
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ 2016 წელს მთავარი დაპირისპირებული ძალები ისევ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებიან და ამ სიტუაციას მხოლოდ გლობალური მოვლენა თუ გარდატეხს.
თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებზე კარგად გამოჩნდა პოლიტიკურ ძალთა რეალური ბალანსი და ეს სურათი დიდად არ შეიცვლება. ამასთან, შეკითხვაზე, აქვს თუ არა საფუძველი ვერსიას, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება ლეგიტიმაცია არჩევნების შემდეგ, და ეს პროცესი კრიზისში გადაიზრდება, თამარ ჩხეიძე პასუხობს:
„ალბათ, იგულისხმება, რომ „ქართული ოცნება“ დაბალ მხარდაჭერას მიიღებს არჩევნებზე. ასეთი რამ გამორიცხული არ არის. უნდა ითქვას, რომ ამ კოალიციას მცირე პროცენტის აღებაც გაუჭირდება. ამისთვისაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მმართველ ძალას დიდი უპირატესობა აქვს. ჩემი აზრით, პარლამენტში მივიღებთ ან იმავე განლაგებას, რაც გარდაბანში გამოჩნდა. ან მოხდება გლობალური ცვლილებები, რაც შეცვლის ძალთა ბალანსს“.