
ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონთან ახლოს, სოფელ ანუხვას (დე ფაქტო აფხაზეთის ტოპონიმით - ანხუა) ეკლესიაში ნაპოვნი ჭურვების განნაღმვას ორგანიზაცია HALO Trust ცდილობს.
ეს საბრძოლო ჭურვები ეკლესიაში 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდანაა, მას შემდეგ, რაც რუსეთის წაქეზებითა და მონაწილეობით ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა.
ორგანიზაცია HALO Trust-ის წარმომადგენლები ჭურვების გასაუვნებელყოფად ადგილობრივმა სასულიერო პირმა მოიწვია.