-
2016-01-26 01:23
ექსპერტი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კოალიცა "ქართული ოცნების" წევრების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე დგას და იქედან მიწაზე დაბრუნება არ სურს. გია ხუხაშვილი უსუსრობის შეგრძნებაზეც მიანიშნებს:
"კოალიციაში შემავალ სუბიქტებს აერთიანებს საკუთარი უსუსურობის განცდა და არავის არ უნდა ბიძინა ივანშვილის მხრებიდან, მიწაზე დაბრუნება, ისინი ხომ მის მხრებზე ზიან ყველა.
მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად შიდა საკმაოდ მძიმე კონფლიქტური სიტუაციისა ეს უსუსურობის განცდა არავის არ მისცემს იმის საშუალება, რომ კოალიციიდან გამოვიდეს და "ქართული ოცნებაც" ვერ იგრძნობს თავს იმდენად მყარად.
საბოლოო ჯამში, მათი გადასაწყვეტიც არ არის ეს ვინ დარჩება კოალიციაში და ვინ არა, იმიტომ, რომ ყველა ამხედრებულია ერთი კაცის მხრებზე და შესაბამისად მის განწყობაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული", - ამბობს ხუხაშვილი.