-
2016-01-21 07:51
"ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, იმპერიის რღვევის პროცესია და ის გაგრძელდება. რაც შეეხება პუტინს, მან კარგად იცის, რომ თუ პრეზიდენტი არ იქნება და აღარ ექნება ძალაუფლება, მას მოკლავენ", - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, პუტინის შეშფოთების საგანი ამ ეტაპზე მისი პირადი უსაფრთხოებაა. მისი თქმით, რუსეთში არც ინტელიგენცია გამორჩეულა განსაკუთრებული ანტიიმპერიული აქტივობით და ეს პუტინამდე ხდებოდა: "ინტელიგენციას ჰქონდა აღმავლობა, ასე ვთქვათ, აღმაფრენა "პერესტროიკის" დაწყების პერიოდიდან, მაქსიმუმ, 1990-94 წლამდე - ამ პერიოდში გამოვიდა ყველა კარგი ფილმი, კარგი წიგნი... მერე იქ თითქმის ყველაფერი ჩაკვდა. ასე რომ, ქვეყნის "დეინტელექტუალიზაცია" პუტინამდე დაიწყო და მერე გაგრძელდა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.