-
2016-01-21 07:36
როგორია ძალთა გადანაწილება დღეისათვის უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში? რა შანსები აქვს სააკაშვილს, გახდეს უკრაინის პრემიერი? რით შეიძლება დამთავრდეს მის მიერ უკრაინაში დაწყებული კამპანია? ამ საკითხებზე რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა "25-ე არხის" ეთერში ისაუბრა.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამორჩეული ფიგურა და უდიდესი "პიარშიკია". "მან უკრაინაში კამპანია წამოიწყო, რითაც ცდილობს, აჩვენოს ამერიკელებს, რომ სწორედ ისაა ღირსი, გახდეს უკრაინის პრემიერმინისტრი. მაგრამ მგონი, ობამა ამ შეცდომას არ დაუშვებს, რადგან არც მეტი, არც ნაკლები, მას სააკაშვილის ეშინია... ობამას კარგად ახსოვს, საქართველოს პრეზიდენტობისას, როგორ ცდილობდა სააკაშვილი, ვაშინგტონი მოეტყუებინა და მოსკოვის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაეთრია 2008 წელს.
ამიტომაც, ობამას სააკაშვილისგან მოსალოდნელი საშინელი პროვოკაციის ეშინია და არასდროს დათანხმდება მის გაპრემიერებას. ერთადერთი, ვისაც, შესაძლოა, სააკაშვილის მსგავსი აქტიურობა აძლევდეს ხელს, პოროშენკოა. სწორედ მის სასარგებლოდ მოქმედებს სააკაშვილი, რომელიც ტარანის როლში გამოდის და გზიდან იაცენუკის ჩამოშორებას ისახავს მიზნად.