
ცხინვალთან რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა. ძებნაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებიც არიან ჩართული. გაუჩინარების მიზეზები დაუდგენელია.
რუსი სამხედრო პირი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩინარდა, ბოლოს ის ბაზაში ნახეს. ჯარისკაცის პოვნისთვის ჯილდოდ 150 ათასი რუსული რუბლია დაწესებული.