
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2003 წლის საქართველოსა და ახლანდელ უკრაინას შორის ბევრი მსგავსებაა. მისი თქმით, თავის კაბინეტში შესვლისას მას შევარდნაძის კაბინეტი გაახსენდა.
"როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევდივარ, მე მახსენდება 2003 წლის საქართველო. საერთოდ, დღეს უკრაინა 2003 წლის საქართველოს ძალიან ჰგავს. მე მახსენდება შევარდნაძის კაბინეტი. ორი დღის წასული იყო, როცა იქ შევედი, დამხვდა კატა, რადგან თაგვები იყვნენ, დამხვდა წყლის ვედრო, რადგან 10 საათზე წყდებოდა წყალი, ე.წ. „გეპეის ატმორი"...
პრეზიდენტს არ ჰქონდა წყალი და დენი... წინა კატამ თურმე თავი მოიკლა მეთერთმეტე სართულიდან გადახტა და ფანჯრებზე ბადეები იყო გაკრული, რომ ის კატაც არ გადამხტარიყო. ასეთი მდგომარეობაა დაახლოებით დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკრაინა არის ასეთ ფორმაში ზოგადად, განა მარტო ადმინისტრაცია“, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "არჩევანში".