
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, „ნატო-ნატოს“ ძახილს თავი დაანებოს.
„ჩვენს ხელისუფლებას ვაფრთხილებ, უკრაინის მწარე მაგალითი გაითვალისწინოს და გაანებოს თავი ამ „ნატო-ნატოს“ ძახილს!
რუსეთის ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგას და თუ ამ „ნატო-ნატოს“ ძახილის თავს არ გავანებებთ, ისინი თბილისში შემოვლენ და ვერავითარი ნატო და ამერიკა-ევროპა ვეღარ დაგვეხმარება!
როგორც ვხედავთ, რუსეთი არ დაუშვებს, რომ მის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
„ასავალ-დასავალი“