სააკაშვილი: „თუ ახალი უკრაინა შედგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც გათავისუფლდება“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანი უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიმართულებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაა.

 

„ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან მოახერხა ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირება.

 

ის გზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან ღირსების რევოლუციით, ჩვენმა მეზობლებმა გაიარეს და გამოსცადეს. და ისინი მზად არიან, ეს გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარონ. ამ დრომდე მიხეილი, ასე ვთქვათ, რეფორმების საკითხში ჩემი შტატგარეშე მრჩეველი იყო. და დღეს, როგორც იქნა, მან ოფიციალური სტატუსი მიიღო“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთელი კონტინენტი ახლა უკრაინას შეჰყურებს და რომ უკრაინაში განვითარებულ რეფორმებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მსოფლიოში.

 

„ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ არ ავაშენებთ დღეს ახალ უკრაინას და არ გამოვაწრთობთ მას ახალი რეფორმებით. თუ ახალი უკრაინა შედგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც თავისუფალი იქნება“, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

 

პოროშენკომ კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია, სხვა ბრძანებით კი შეიქმნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, უკვე ოფიციალური სტატუსით, უხელმძღვანელებს. 

 

საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანი უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიმართულებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებაა. საბჭო მოიწვევს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იმუშავებენ უკრაინის კანონმდებლობის რეფორმირებისათვის და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !