
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლება არ აპირებს, არჩევნების გზით წავიდეს.
„რუსი ოლიგარქის ბანდიტურ ნატურაში არ ზის, რომ ვინმეს რამე მშვიდობიანად დაუთმოს, ამასთანავე პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მახლობლად ფერად რევოლუციებს აღარ დაუშვებს, ხედავთ რა კომბინაციაა? ივანიშვილი შეშფოთებულია იმიტომ, რომ ის ზურგსუკან ჩემს სუნთქვას გრძნობს“ – აცხადებს სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან საუბრისას.