მიხეილ სააკაშვილი: „საქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია, რომ სოჭი მისი იყო“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის” ეთერში ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, პუტინმა ძალიან შორს შეტოპა და საბედნიეროდ, ეს ფაქტი ევროპაში დაინახეს და გამოფხიზლდნენ.

 

„ყირიმის ანექსიას კიდევ შეეგუებოდა დასავლეთი, რადგან უეცრად გამოჩნდნენ სასარგებლო იდიოტები, რომლებმაც თქვეს, რომ ყირიმი რუსული იყო. ასე ფიქრი არ შეიძლება, რადგან შეიძლება ერთხელ ჩინეთმაც გადაწყვიტოს, რომ რუსეთის რაღაც ტერიტორიები ადრე მისი იყო, ან იაპონიამ გამოთქვას პრეტენზია, საქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია, რომ სოჭი მისი იყო“ - აღნიშნა მან.

 

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ პუტინის აზრით, ევროპელებს რაც შეიძლება სწრაფად უნდათ სანქციების მოხსნა, რადგან თავადაც ზარალდებიან.

 

მისი თქმით, ეს ასეა, თუმცა რუსეთის ზარალის მასშტაბები ბევრად დიდია.

 

„პუტინის აზრით, ევროპა სუსტია, ეს მცდარი აზრია და ამაზე ანგელა მერკელის პოზიციაც მიუთითებს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ოლანდის მოსაზრებისგან,” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

http://rustavi2.com/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !