
დასკვნები, რომლებიც FBI -მ 2005, 2006 და 2007 წლებში მოამზადა, „რუსთავი-2“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა. მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.
ნივთმტკიცებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი.
მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.
დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში.
FBI-ს დასკვნა ცხადჰყოფს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა.