-
2015-02-10 00:00
უკვე კარგად ცნობილი "ყუფარაძის სიის" პარალელურად, "ინაშვილის სიაც" არსებობს. მასში 32 პირია შეტანილი. სიის არსებობას "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აანონსებს.
„პირდაპირ გეტყვით, სიაში 32 კაცია წარმოდგენილი, რომლებიც დღსაც სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ-კონტრდაზვერვაში, ანტიტერორისტულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროში. როგორც კი გადამოწმების პროცესი დასრულდება სიას გავასაჯაროვებ და წარვადგენ იმ ადამიანბს, რომლებიც მონაწილეობდნენ ქონების წართმევაში, ბიზნესებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში.“, - აცხადებს „ასავალ დასავალთან“ ირმა ინაშვილი.