-
2015-02-09 03:37
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში, მიუნხენში, თემატურ პანელზე, "უკრაინის მიღმა კონფლიქტების" ფარგლებში გამოსვლის დროს ეკა ტყეშელაშვილის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე ხუმრობა სცადა, რამაც, ტყეშელაშვილის თქმით, დამსწრეებში გაოცება გამოიწვია.
"ხედავთ, როგორ ვუყვარვართ საქართველოში? აქაც კი ჩამოვიდნენ კითხვის დასასმელად", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, სანამ შეკითხვას უპასუხებდა. ეკა ტყეშელაშვილის შეკითხვა უკრაინას და იქ არსებულ სიტუაციას ეხებოდა.
კითხვის ავტორმა ეკა ტყეშელაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის ამ ხუმრობაზე განცხადება "რუსთავი 2-თან" გააკეთა. ტყეშელაშვილის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხუმრობამ დამსწრე საზოგადოება შოკში ჩააგდო.
"ეს იყო დაბალი დონის საქციელი და ეთიკის დონეზე ეს დამსწრე საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო. ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ გაკვირებული იყვნენ პრემიერ-მინისტრის განცხადებით,"- განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.