-
2015-02-08 22:19
"პროკურატურა თავის მოქმედებით ყველაფერს აკეთებს, რომ იმ პირებმა, რომლებიც ჟვანიას საქმეზე არიან ბრალდებული, დეტალურად ისაუბრონ ყველაფერზე, რაც ნახეს ბინაში შესვლის დროს და რასაც ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდნენ";
"ეს არასასიამოვნო მოსაყოლი და არასასიამოვნო მოსასმენია, არავის ამის თქმა და მოყოლა არ უნდა, მაგრამ როცა ათი წელი კუთხეში გიმწყვდევენ და გეუბნებიან, რომ მკვლელი ხარ ან მკვლელობას შეუწყვე ხელი, იძუილებული გახდები, მოჰყვე..." - ეს განცხადებები "პოსტსკრიპტუმთან" ზურაბ ჟვანიას საქმეზე ადრე და ბოლო პერიოდში დაკავებული პირების ადვოკატებმა გააკეთეს.
ამავე გადაცემაში გასაჯაროვდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარია ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე და გამოქვეყნდა ფოტოც, სადაც ბინის სამზარეულოს ნიჟარაში პირღებინების კვალი ჩანს - ადვოკატებისა და FBI-ს დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უსუპოვი შეუძლოდ გახდა, რაც თავდაყირა აყენებს ახალ ვერსიას იმის სესახებ, რომ ძვანია და უსუპოვი სხვაგან მოკლეს, ხოლო ცხედრები ბინაში შემდეგ მიიტანეს:
"პოლიტიკური ელიტაც და ჟვანიას ოჯახიც ბინძურად მანიპულირებენ ამ თემით. რატომ იბრმავებენ თვალებს? რატომ იქცევიან ისე, თითქოს ეფ ბი აის დასკვნა საერთოდ არ არსებობს? რატომ გაქრა ახალი საქმიდან ის ფოტოები, რომლებიც ძველ სისხლის სამაღთლის საქმეში იყო?", - კითხულობს კობა ხარშილაძის ადვოკატი.
ვიდეო: "პოსტსკრიპტუმის" რეპორტაჟის ფრაგმენტი
სიუჟეტი სრულად იხილეთ ამ ბმულზე