
თავისი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავისი მოწოდება, იყოს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის. მისივე თქმით, ვერავინ გაკიცხავს ყირიმს იმის გამო, რომ რუსეთი აირჩია.
ნიკოლა სარკოზის სიტყვები, რომლებიც მან თავის პარტიის „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“ ყრილობაზე წარმოთქვა, სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს. გავრცელდა ასევე ნიკოლა სარკოზის გამოსვლის ვოდეოც.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომის წარმოშობა“. სარკოზი ამბობს, რომ ამერიკელებისა და რუსების ინტერესები ევროპისა და რუსეთის ინტერესები არ არის და რომ უკრაინა არაა მოწოდებული, გახდეს ევროკავშირის წევრი.