კადიროვი: "მთელი რუსეთის დაპყრობა ვერავინ შეძლო და მით უმეტეს, სააკაშვილი და პოროშენკო ვერ შეძლებენ"

Image

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მიხეილ სააკაშვილისთვის მიწერილ ფრაზას ეხმიანება, სადაც თითქოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია, კარგი შეიარაღების არსებობის პირობებში, მთელ რუსეთს დაიპყრობს. 

 

"მთელი რუსეთის დაპყრობა ვერასდროს ვერავინ შეძლო და მითუმეტეს, ვერ შეძლებს სააკაშვილი და პოროშენკო, რომლებიც უკანმოუხედევად გაიქცევიან კანადის საზღვრისკენ რუსეთმა ერთხელ ფეხები რომ დაუბაკუნოს", - წერს კადიროვი ტვიტერში.

 

შეგახსენებთ, რომ რუსულ და ზოგ ქართულ მედიასაშუალებაში ვრცელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ინტერპრეტირებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ის აცხადებს, რომ კარგი შეიარაღებისა და სათანადო გამოცდილების შემთვევაში უკრაინის არმიას შეუძლია მთელი რუსეთის დაპყრობა.

 

სავარაუდოდ, ციტატა პირდაპირ რუსული წყაროებიდანაა აღებული და არა იმ ვებგვერდიდან, სადაც პირველი ინფორმაცია გავრცელდა: მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხს უკრაინული "24-ე არხის" ეთერში შეეხო.

 

ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ამ ნაწილის ბეჭდური და ვიდეოვერსია, სადაც სააკაშვილი ამბობს:

 

"უკრაინის მთავარი პრობლემა მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაა. უახლესი აქვს აშშ-ს და თუ ისინი მათ გადასცემენ და უკრაინა ააფეთქებს პირველ 50 რუსულ ტანკს, ყველაფერი სულ სხვაგვარად წავა.

 

ამერიკელები მზად არიან გადასცენ ეს, მზად არიან მისცენ უპილოტოები და არტილერია. ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები ამზადებდნენ, ახლა თქვენს სამხედროებს ამზადებენ.

 

ისინი ჰყვებიან, რომ უკრაინელ მეომრებს მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი სული აქვთ და თუ მათ მიეცემათ აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება და შეიარაღება, შეუძლიათ მთელი რუსეთი დაიპყრონ... რა თქმა უნდა, რუსეთის დაპყრობა არაა საჭიროა, საჭიროა აქედან მათი განდევნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !