-
2015-02-07 16:38
რუსულ და ზოგ ქართულ მედიასაშუალებაში ვრცელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ინტერპრეტირებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ის აცხადებს, რომ კარგი შეიარაღებისა და სათანადო გამოცდილების შემთვევაში უკრაინის არმიას შეუძლია მთელი რუსეთის დაპყრობა.
სავარაუდოდ, ციტატა პირდაპირ რუსული წყაროებიდანაა აღებული და არა იმ ვებგვერდიდან, სადაც პირველი ინფორმაცია გავრცელდა: მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხს უკრაინული "24-ე არხის" ეთერში შეეხო.
ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ამ ნაწილის ბეჭდური და ვიდეოვერსია, სადაც სააკაშვილი ამბობს:
"უკრაინის მთავარი პრობლემა მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაა. უახლესი აქვს აშშ-ს და თუ ისინი მათ გადასცემენ და უკრაინა ააფეთქებს პირველ 50 რუსულ ტანკს, ყველაფერი სულ სხვაგვარად წავა.
ამერიკელები მზად არიან გადასცენ ეს, მზად არიან მისცენ უპილოტოები და არტილერია. ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები ამზადებდნენ, ახლა თქვენს სამხედროებს ამზადებენ.
ისინი ჰყვებიან, რომ უკრაინელ მეომრებს მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი სული აქვთ და თუ მათ მიეცემათ აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება და შეიარაღება, შეუძლიათ მთელი რუსეთი დაიპყრონ... რა თქმა უნდა, რუსეთის დაპყრობა არაა საჭიროა, საჭიროა აქედან მათი განდევნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო