ირმა ნადირაშვილი: "არათუ მიცვალებულების ტრიალით მოხვედით, ორი წელია, მიცვალებულების ტრიალით ხელისუფლებას ინარჩუნებთ..." (ვიდეო)

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის სხდომაზე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არათუ მიცვალებულების თემის ტრიალით მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ ორი წელია, ამ თემის ტრიალით ინარჩუნებს თანამდებობებს.

 

ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას გამოსვლას უპასუხა, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ადამიანების მკვლელობაში:

 

"ადვილია, ყველა ჯერზე ხელის ჩვენსკენ გამოშვერა და "მკვლელის" ძახილი? ადვილია, მე თქვენ გეკითხებით? არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენმა ჭორიკანა პროკურორმა, კბილაშვილმა პირდაპირ მადლობა გადაუხადა იმ მიცვალებულებს და თქვა, რომ არა ისინი, ჩვენ თანამდებობებზე ვერ მოვიდოდითო, ეს ჩემი მოგონილი არ არის...

 

ახლა კიდევ, რამდენჯერაც ლარი გაუფასურდება, რამდენჯერაც მეცხრე ბლოკი გაგეთიშებათ და ეკონომიკა თავზე ჩამოგენგრევათ, მაშინვე ჩვენსკენ იშვერთ ხელს და მიცვალებულების თემას ატრიალებთ. არ დაგავიწყდეთ, რა გამოცდილება გაქვთ ბარბარე რაფალიანცთან დაკავშირებით, როცა გამოდექით და ჩვენ და გიორგი ღვინიაშვილს "მკვლელები" გვეზახეთ და ეს საქმე თქვენ მოგიბრუნდათ უკან. ასევე მოგიბრუნდებათ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეც და ამას მალე ვნახავთ...", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !