
„ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, ჭიკაიძე იყო ფიგურა, რომელიც შერჩეული იყო მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, ის იყო პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მოადგილე.
„ან თანამდებობაზე ყოფნას რა აზრი ჰქონდა ჭიკაიძისას, ან გადადგომა რას მოიტანს.
ჭიკაიძე იყო ფიგურა, რომელიც შერჩეული იყო მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, ის იყო პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მოადგილე.
მოდით ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალური მმართველი იყო პრემიერის სიმამრი, ამიტომ გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი წმენდა დაიწყება და თანამდებობის დატოვება მოუწევს ყველა იმ ადამიანს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებსაც, რომლებიც ამ დრომდე მაღალ პოსტებს ინარჩუნებდნენ შს სამინისტროში, რომლებიც დაინიშნენ თამაზ თამაზაშვილის ლეგენდარულ სარდაფში.
თქვენ ალბათ გახსოვთ, ის ცნობილი რეპორტაჟი, თამაზაშვილის კარმიდამოდან. შს სამინისტროში დანიშვნები, თამაზაშვილის ლეგენდარულ მარანში ხორციელდებოდა...
მე ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას პირდაპირ ვუკავშირებ იური ვაზაგაშვილის ბოლო განცხადებას, რომ ჭიკაიძე მფარველობდა იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კორტების სპეცოპერაციაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე იყო მაშინდელი შს სამინისტროს ერთ-ერთი საშუალო რგოლის, მაგრამ მაინც ხელმძღვანელი, გამორიცხვა რასაკვირველია არაფრის არ შეიძლება, მაგრამ რაიმე დადასტურებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ამ თემაზე მე არ მაქვს.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იური ვაზაგაშვილთან და ჭიკაიძის გადადგომა, პირდაპირი კავშირია რასაკვირველია, იმიტომ, რომ ამ შეხვედრის მერე ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჩანდა ამ დღეების განმავლობაში, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ის გადადგებოდა. მივესალმები იმასაც, რომ თანამდებობა უკვე დატოვა მირზოევმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იური ვაზაგაშვილის შვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში. ის ამ დრომდე იყო კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროში", - აცხადებს ელისო კილაძე.
http://pirveliradio.ge/