
„კურიერის“ ინფორმაციით რუსული მხარე თბილისში ფრენების ინტენსივობის ზრდას ითხოვს. საუბარია კვირაში 18 საათზე, რაც რუსებს განსაკუთრებულ პირობებში აყენებს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მოსკოვის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მარტივი გათვლებით რუსეთის მიმართულებით დღეში 6 რეისი შესრულდება, რაც დღეში 1200 მგზავრს ნიშნავს. ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ვიზის გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის წელიწადში 50 ათასამდეა შეზღუდული.
ექსპერტები ამბობენ, რომ მოთხოვნა გაზრდილ ფრენებზე ქვეყანაში არ არსებობს და შეთანხმების უკან რეალურად სხვა პოლიტიკური მიზეზები დგას. ქართული მხარის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ისევე როგორც რუსი ოფიციალური პირები, თავს არიდებენ მიკროფონსა და კამერას, ხოლო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გასაიდუმლოებული არაფერია.
ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა და ეს მაშინ, როცა მხოლოდ დღეს საუბარი დახურულ ფორმატში 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ბმული ვიდეოზე, "რუსთავი-2"