
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტლევიზიის თოქ-შოუ „შუსტერ ლაივში“ რუსეთში არსებული სიტუაციაზე ისაუბრა.
„პუტინს ცუდად აქვს საქმე, რუსეთის ეკონომიკა იშლება.
დიახ უკრაინაშიც რთულადაა საქმე, თუმცა რუსეთში ნავთობისა და გაზის რესურსების მიუხედავად გაცილებით მძიმე ვითარებაა.
საშუალო ფენა განადგურებულია. ოლიგარქები გარბიან და მზად არიან საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყონ...
პუტინი ისეთ მხეცს გამოუშვებს, რომელიც მას თავადვე შეჭამს.
მე კარგად ვაფასებ მის შესაძლებლობებს, მაგრამ მან ჩვენი სულის სიმტკიცე ვერ გატეხა.
დიახ, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დახოცა მოქალაქეები და რამდენიმე წლით უკან დაგვხია, თუმცა ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას და ვაგრძელებთ სახელმწიფოებრიობრივი დამოუკიდებლობის იდეას“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.