-
2014-12-18 14:41
ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით ვერ გამოვა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა ხელისუფლებს შიგნით არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება, რაც მას სულაც არ ახარებს.
ამავე დროს, დარბაზში გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთ სექციაში სხედან და იქედან ადევნებენ თვალს რატიფიცირების პროცესს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით იმყოფება, ხოლო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამგზავრების გადაწყვეტილება მხოლოდ გუშინ მიიღო.
მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დარბაზში ყოფნის ამსახველი ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ გაავრცელა.

