
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, ევროკავშირთან საქართვლოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამსდლობელი სიტყვით გამოვიდეს.
„როგორც მითხრეს, სარიუშ-ვოლსკი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხვალ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ასოცირების რატიფიცირების შემდეგ სამადლობელი სიტყვით გამოვიდეს ევროდეპუტატების წინაშე. სააკაშვილს ასევე პრესკონფერენცია ექნება ევროპარლამენტში“, - წერს ჟურნალისტი.