
ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი ყოფილი ხელისუფლების სამომავლო გეგმებს შიფრავს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, ბინძური ბრალდებებით დაასუსტონ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
„თქვე უბედურო „ნაციონალებო", თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში, თქვენი არაკაცობით, თქვენი ნაძირლობითა და თახსირობით უკვე ჯვარს აცვით და ჯოჯოხეთი მოუწყვეთ მთელ საქართველოს, მთელ თქვენს ოჯახებსა და საახლობლოს...
ნათქვამია, პაპას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო და ასე იქნება თქვენი საქმეც, რადგან ის სიბინძურე, რაც თქვენ ჩაიდინეთ და აკეთეთ, საქართველოში არასოდეს არავის დაავიწყდება და თქვენ თქვენს შთამომავლობას კბილები კი არა, თავები მოკვეთეთ უკვე!
მესმის, რომ შინაგანი ინტელექტის საშინელ დეფიციტს განიცდით და ვერასოდეს ვერ გაიგებთ, თუ რა უბედურება დამართეთ საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოს... კაცმა რომ თქვას, სამშობლოს განცდა ხომ თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ და რა უნდა გელაპარაკოთ?! თქვენ ღვთის მადლი არ გაქვთ, უბედური ხალხი ხართ.
„ნაციონალების" გეგმაა, ბინძური ცილისწამებებით დაასუსტონ ეს ხელისუფლება, დაასუსტონ ივანიშვილი და ღარიბაშვილი და ამით სარგებელი ნახონ.
„ნაციონალებმა“ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრონ, მათ ისეთი სიბინძურე აკადრეს ხალხსა და ქვეყანას, აწი ვინც გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სააკაშვილი და მისი ბანდა ყველასთვის მიუღებელი იქნება!
ახლა მაგათ, მაგ უბედურებს, არჩეული აქვთ ტაქტიკა - „შეძახილმა ხე გაახმოო!" ჰოდა, ჩხავიან კიდეც - „გახმი, გახმი, გახმი!"- დასძინა მან.
„ასავალ-დასავალი“